Monday, October 19, 2015

დღე მეცხრე

დასრულდა 9დღიანი ტრენინგები,, პროექტზე დაფუძნებული სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება". ტრენინგები საინტერესოდ და შინაარსიანად წარიმართა. ტრენერის მიერ შემოთვაზებული აქტივობები ხალისიანს ხდიდა მუშაობის პროცესს.
ვისწავლე თუ როგორ დავგეგმო სასწავლო პროექტი,როგორ ჩავრთო მოსწავლეები  და მათი მშობლები,როგორ მოვამზადოთ საიტერესო პრეზენტაცია და ა.შ.
ბლოგზე მუშაობის პროცესში  გავეცანი სიახლეებს.
ამრიგად, პროექტზე დაფუძნებული სწავლება მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის, მათ განუვითარდებათ  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.


პროექტის პორტფოლიო

Friday, October 16, 2015

დღე მერვე

დღეს ვისაუბრეთ ფასილიტაციის ტექნოლოგიებსა და დიფერენცირებულ სწავლებაზე.
გავითამაშეთ ფასილიტაციის სიმულაცია,მოვიძიეთ ფოტორესურსი სლაიდისთვის ,,თასმების შეკვრის ინსტრუქცია".აქტივობა სახალისოდ წარიმართა.
ვფიქრობ, ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით ბევრად სახალისოს და ნაყოფიერს გახდის პროექტზე მუშაობის პროცესს.
კიდევ ერთხელ გადავხედე ჩემი პროექტის გეგმას.ერთი ნაბიჯიც და პროექტი უკვე მზად მაქვს.

Tuesday, October 13, 2015

დღე მეშვიდე

საინტერესოდ წარიმართა ტრენინგის მეშვიდე დღე.
დღეს გავეცანით მეთოდებს და მივიღეთ რჩევები უკუკავშირისთვის. განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები. 

როგორც ცნობილია უკუკავშირი ნებისმიერი შემოქმედებითი პროცესის აუცილებელი და მნიშვნელოვანი კომპონენტია. კარგად ჩამოყალიბებულ უკუკავშირს სარგებელი მოაქვს მისთვის, ვინც გასცემს და მათთვისაც ვინც იღებს მას. ამის გათვალისწინებით შევადგინეთ მოსწავლეთა შეფასების ფორმები.

Tuesday, October 6, 2015

დღე მეექვსე

 ბლოგზე ავტვირთეთ პროექტის პრეზენტაცია.  შევქმენით სასწავლო ნიმუშები, დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუში და მისი ჩეკლისტი. ნაყოფიერი დღე გვქონდა.კმაყოფილი ვარ.

Thursday, October 1, 2015

დღე მეხუთე

გავეცანით ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირებასა და სწავლებას; თუ როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი კვლევისთვის;აგრეთვე გავეცანით ინტერნეტ თანამშრომლობითი სასწავლო რესურსების გამოყენებას.